• November

    13

    2024
  • 59
  • 0
,,მადამ” ზურაბიშვილი და რადიკალების ნაწილი პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობას განაგრძობენ, რითაც სახელმწიფოებრივი მდგრადობის შერყევას ცდილობენ

,,მადამ” ზურაბიშვილი და რადიკალების ნაწილი პროკურატურის დისკრედიტაციის მცდელობას განაგრძობენ, რითაც სახელმწიფოებრივი მდგრადობის შერყევას ცდილობენ

არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება გრძელდება. გამოკითხვაზე დაბარებულთა ნაწილი საგამოძიებო უწყებაში მიდის, ნაწილი – არა. ხოლო, ვინც მიდის ვერ ასაბუთებს რატომ მიიჩნევს 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად. ის რადიკალები კი, რომლებიც პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყების დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი.

გამოძიებასთან ამ დრომდე არ თანამშრომლობს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელიც არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პროკურატურას უნდობლობას უცხადებს.

სალომე ზურაბიშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა პრეზიდენტი, არც ამ მოწოდებას ითვალისწინებს. გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, თუმცა უპასუხოდ რჩება კითხვები, თუ რას ემსახურებოდა მათი განცხადებები არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით ?ოპოზიცია სწორედ ასე ცდილობს უგულებელყოს ქართული საზოგადოების არჩევანი და მარცხი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება, ევროპელი ლიდერების, რადიკალური ოპოზიციის განცხადებების, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

გამოძიებასთან თანამშრომლობს ,,ქართული ოცნება” რომელმაც საგამოძიებო უწყებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის საუბარია, მმართველი პარტიის მხარდამჭერებზე, რომლებიც დესტრუქციულმა ოპოზიციამ სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მათ დამკვირებლებად დაარეგისტრირა. ასეთი სულ 81 ფაქტია გამოვლენილი.

სახელისუფლებო გუნდი რადიკალებს კვლავ მოუწოდებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან. როგორც ,,ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რადიკალების მიზანი არა ჭეშმარიტი გამოძიების დადგენა, არამედ რადიკალური გეგმების განხორციელებაა, რომლის მიზანი ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობაა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor