
მადამ ,,პომპადურმა” ზურაბიშვილმა საკუთარი უკანონო ბრალდებებით გენერალური პროკურატურის სამართლებრივი ინტერესი გამოიწვია
პირველი პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და პირველი პრეზიდენტი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს არ ცნობს და გაყალბებულად მიიჩნევს.
პრეზიდენტის გარდა, ამ გეგმას მიჰყვებიან რადიკალები, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამბობდნენ, რომ საქართველოს ,,ქართული ოცნების” სახით პრორუსი ხელისუფლება ჰყავდა. არადა, თუ რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ევროინტეგრაციის გზაზე, ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შესძლო. იგივე უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რომლის შეჩერებას ქართული ,,ენჯეოები” მოითხოვენ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება და მრავალი სხვა.
დღეს კი, პრეზიდენტი იმ რადიკალების გვერდით დგას, რომლებიც ერთ დროს სალომე ზურაბიშვილს მოღალატეს უწოდებდნენ.
ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კარიერა სრულად ,,ქართულმა ოცნებამ” შექმნა. დიახ, მმართველი გუნდის მხარდაჭერით ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გახდა.
არქივი რადიკალების მხრიდან ზურაბიშვილის მიმართ ბულინგისა და თავდასხმის ფაქტებს ინახავს. ასევე, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რა დროსაც მან აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. სწორედ მაშინ, ოპოზიცია მას ღირსების შემლახავი ეპითეტებით მოიხსენიებდა. დღეს კი, ევროპული დონის პოლიტიკოსად წარმოაჩენს. ამ ყველაფრის შემდეგ, მალევე მოხდა სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ფერისცვალება. პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობები გამწვავდა.
პრეზიდენტი მუდმივად ცდილობდა და ცდილობს საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი პარტიის დისკრედიტაციას. ეს არის დავალება, რომელსაც ზურაბიშვილი დასავლეთის დაკვეთით ასრულებს, ოპოზიციასთან ერთად.
და ბოლოს, არა ერთგზის კონსტიტუცია დარღვეული პრეზიდენტი, რომელიც თავის ყველა გამოსვლაში მთავარ აქცენტს ევროპულ ღირებულებებზე აკეთებს, რეალობას აცდენილია და ისმის კითხვა : სად იყო მასში ევროპული ღირებულება, როცა ქვეყნის მთავარი კანონი უხეშად და არა ერთხელ დაარღვია ?
საგულისხმოა, რომ ზურაბიშვილის დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, იგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი უწყება ზუსტად გაერკვევა საქმის ვითარებაში და საქართველოს ფსევდო პრეზიდენტსაც ,,აზრზე მოიყვანს”, რამეთუ, ამ ტიპის დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელიც ,,ცეესკოს”, როგორც სახელმწიფო ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოს საქმიან რეპუტაციას და მისდამი კანონიერ ნდობას ეჭვის ქვეშ აყენებს, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების არჩევანისადმი უპატივცემულობას გამოხატავს, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობაზე ყოფნის ვადა დეკემბერში ეწურება, რის შემდგომაც საქართველო ამოისუნთქებს, რამეთუ, მადამ ,,პომპადური” საფრანგეთისკენ აიღებს გეზს, სადაც მისი ნამდვილი სამშობლოა.
ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი





