• October

    5

    2023
  • 109
  • 0
მაია კოპალეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ეს მისი სტატუსია და მას რომ ეს უფლებამოსილებები აქვს, რაც კონსტიტუციაშია, სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარეა

მაია კოპალეიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ეს მისი სტატუსია და მას რომ ეს უფლებამოსილებები აქვს, რაც კონსტიტუციაშია, სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარეა

საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ეს მისი სტატუსია და მას რომ ეს უფლებამოსილებები გააჩნია, რაც კონსტიტუციაშია, სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარეა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა.

„აქ ძალიან მნიშვნელოვანია თავად 49-ე მუხლის შინაარსი, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და აქვს უფლებამოსილება, განახორციელოს 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება. პარლამენტის მხარის პოზიცია, თითქოს ეს გულისხმობს პრეზიდენტის სტატიკურ მდგომარეობას და არანაირი უფლებამოსილებები არ გააჩნია, მცდარია. სტატუსი ყოველთვის არის გარკვეული სამართლებრივი მდგომარეობის მიმანიშნებელი, განმსაზღვრელი და სამართლებრივი მდგომარეობა. ჩვენ ვერ წარმოვდიგენთ, რომ პრეზიდენტს სტატუსი აქვს და არ აქვს არანაირი უფლებამოსილება. მას უფლებამოსილება აქვს სტატუსიდან გამომდინარე. საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური – ეს მისი სტატუსია და მას რომ ეს უფლებამოსილებები გააჩნია, რაც კონსტიტუციაშია, სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარეა. სტატუსი განსაზღვრავს სამართლებრივ მდგომარეობას და სამართლებრივი მდგომარეობა მოიცავს უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს უფლებამოსილებას. უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა ქმნის უფლებამოსილებას“, – განაცხადა კოპალეიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor