• September

    24

    2024
  • 66
  • 0
მაია ომიაძე – მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან

მაია ომიაძე – მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან

პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 27 სექტემბერს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება, კერძოდ, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ეწვევიან.

საქართველოში ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„წელს საქართველოს მთელი მსოფლიოდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. საქართველოში ჩამოვლენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრები, მოადგილეები, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურისტული, მარკეტინგული კომპანიების, ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ჟურნალისტები. ჩვენ საქართველოს ვაპოზიციონერებთ როგორც დანიშნულების ადგილს საქმიანი ტურიზმის კუთხით. ასეთი ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობა კი ხაზს გაუსვამს საქართველოს პოპულარიზაციას, მოიზიდავს მეტ ტურისტს და საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ 2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, საქართველოში ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.

ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor