• February

    12

    2025
  • 75
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრთან ბევრი საკითხი იყო განხილული, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში

მაკა ბოჭორიშვილი – არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრთან ბევრი საკითხი იყო განხილული, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრთან ბევრი საკითხი იქნა განხილული, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს დუბაიში განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და პროექტებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო, რათა კიდევ ერთხელ განგვეხილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ის პოზიტიური დინამიკა, რაც არის ჩვენს ქვეყნებს შორის. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, იმ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოში, ასევე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე. ბევრი საკითხი იქნა განხილული, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას და ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში. ინტერესი არის საკმაოდ დიდი და ეს ინტერესი და პოტენციალი მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor