• November

    27

    2025
  • 118
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – გარკვეულ ეტაპზე საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა დღის წესრიგში დადგება და ეს გადატვირთვა პოზიტიური იქნება

მაკა ბოჭორიშვილი – გარკვეულ ეტაპზე საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა დღის წესრიგში დადგება და ეს გადატვირთვა პოზიტიური იქნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებსა და გლობალურ პროცესებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს ურთიერთობა დრამატულად იყო გაუარესებული, რაც დღეს აღარ ხდება.

„ვერ ვიტყვი, რომ არაფერი არ მომხდარა და არაფერი ხდება საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში. დრამატულად გაუარესებული ურთიერთობები ვიხილეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში და ყოველდღიურად ამერიკასთან ურთიერთობები იყო ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგი ნეგატიურ კონტექსტში, რაც დღეს აღარ ხდება. თქვენ ნახეთ, რომ ე.წ. მეგობარი აქტი, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა მეგობრობასთან, შეჩერდა და აღარ არის დღის წესრიგში, რაც მნიშვნელოვანია. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს არ სურს, მსგავსი დოკუმენტი იყოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების საფუძველი ან განმსაზღვრელი. ჩვენი სურვილია, სტრატეგიული ურთიერთობები კვლავ გვქონდეს კონკრეტული შინაარსით დატვირთული, რაც ასევე დიალოგის საგანია“, – განაცხადა მინისტრმა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, აშშ მნიშვნელოვანი გლობალური პროცესების მონაწილეა.

„გვესმის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მიმართ პოლიტიკის ჩარჩოები ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. იმასაც ვხედავთ, თუ რა საკითხებით არის თეთრი სახლი დღეს დაკავებული გლობალურად, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთი თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რაც მოითხოვს ბევრ ენერგიას, ძალისხმევას და დროს, რათა პროცესები სამშვიდობო შეთანხმებებამდე მივიდეს. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილეა დღეს აშშ და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ასე მაღლა დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში ვართ და ველოდებით, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა დღის წესრიგში დადგება და ეს გადატვირთვა იქნება პოზიტიური“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა აშშ-ის როლზე აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში.

„ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. მივესალმებით იმ დინამიკას, რომელიც დღეს ორ ქვეყანას შორის არის და რომელიც მიმართულია ურთიერთობების ნორმალიზებისკენ. ჩვენს რეგიონს სჭირდება მშვიდობა და მდგრადი სტაბილურობა. თუ ჩვენი როლი შუა დერეფანში კიდევ უფრო წინ წამოიწევს ეს მხოლოდ სასარგებლო იქნება ყველასთვის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვაკვირდებით ამ პროცესებს და არამხოლოდ ვაკვირდებით, ჩვენ მონაწილენიც ვართ“, – განაცხადა მინისტრმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor