• September

    23

    2024
  • 47
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ღიად შევა კოალიციაში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ფრონტი ჰქონდეთ

მაკა ბოჭორიშვილი – გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ღიად შევა კოალიციაში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ფრონტი ჰქონდეთ

საბოლოო ჯამში, გახარია „ნაცმოძრაობასთან“ ღიად შევა კოალიციაში, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი ფრონტი ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მიერ „ქართულ ქარტიაზე“ ხელის მოწერის შესახებ.

„ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიანი ფრონტი ჰქონდეს ერთიანი ქუდის ქვეშ. ტყუილია, რაც ბოლო წლებში ვიხილეთ – ვითომ დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“ და ვითომ ცალკე მოქმედი პოლიტიკური პარტიები. სინამდვილეში, არსებობს ერთი „ნაციონალური მოძრაობა“, მისი დანაყოფები და განაყოფები. ადრე თუ გვიან ყველა იმ ადგილზე მივა, საიდანაც გამოვიდნენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor