• August

    7

    2025
  • 55
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა

მაკა ბოჭორიშვილი – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ერთადერთი, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ მედიაგამოცემა El MUNDO-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში გაჩნდა შესაძლებლობა, მმართველ გუნდს მთელი ყურადღება ქვეყნის განვითარებაზე გადაეტანა.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში გაგვიჩნდა შესაძლებლობა, მთელი ყურადღება ქვეყნის განვითარებაზე გადაგვეტანა. 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილება ჯერ კიდევ ცოცხლადაა შემონახული ჩვენს ხსოვნაში, ამიტომაც კარგად ვაცნობიერებთ მშვიდობის ფასს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor