• March

    14

    2026
  • 16
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – დიდი ხანია, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტის რეზოლუციები აცდენილია რეალობას, ამაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია

მაკა ბოჭორიშვილი – დიდი ხანია, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპარლამენტის რეზოლუციები აცდენილია რეალობას, ამაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია

დიდი ხანია, ევროპარლამენტი და ევროპარლამენტის რეზოლუციები, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, აცდენილია რეალურ ჩარჩოებს და რეალობის შეგრძნებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია.

„ევროპარლამენტის იმდენი აბსურდული ჩანაწერი, დასკვნა და მოთხოვნა ვიხილეთ, ჩვენ რომ ასე გვევლო, დღეს შეიძლება, საქართველო აღარ ყოფილიყო. შესაბამისად, ვერაფრით ვერ მოვუსმენთ მოსაზრებებს, რასაც აჟღერებენ ადამიანები, რომელთაც არანაირი პასუხისმგებლობა არ ამოძრავებთ ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით – „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო“. ამასთან, ევროპარლამენტარები გამოთქვამენ შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ასევე გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოძიების დაწყების გამო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor