• June

    10

    2025
  • 62
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე, ამ პროცესის ცალმხრივად წარმოჩენა არასწორია

მაკა ბოჭორიშვილი – ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე, ამ პროცესის ცალმხრივად წარმოჩენა არასწორია

ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე, ამ პროცესის ცალმხრივად წარმოჩენა არასწორია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.

„უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად და, ზოგადად, პოლიტიკურად, ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლადაც. ეს რა თქმა უნდა, არის ორმხრივი პროცესი.

ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს დიდწილად დამოკიდებულია როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის პოზიციებზე. ბუნებრივია, ცალმხრივად ამ პროცესის წარმოჩენა არასწორია და არ არის მართებული. ეს არ არის პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოზეა დამოკიდებული. დიდწილად ეს არის დამოკიდებული ევროკავშირისა და ნატო-ს მხარეზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor