• February

    6

    2026
  • 78
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ჯეი დი ვენსს, მარკო რუბიოს ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ლიდერებს

მაკა ბოჭორიშვილი – ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ჯეი დი ვენსს, მარკო რუბიოს ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ლიდერებს

ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, შევხვდით ჯეი დი ვენსს, მარკო რუბიოს და გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით მათ ისევე, როგორც სხვა ქვეყნების ლიდერებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ფარგლებში იმართება არაერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები.

„მილანში იხსნება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. გახსნის ცერემონიის ფარგლებში იმართება არაერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობას საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ გახსნის ცერემონიის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დროს შესაძლებლობა გვქონდა, შევხვედროდით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით მათ ისევე, როგორც სხვა ლიდერებს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შეხვდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რვა სპორტსმენით იასპარეზებს. ექვსი ფიგურულ ციგურაობაში გამოვა, ხოლო ორი სათხილამურო ტრასაზე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor