• January

    25

    2025
  • 76
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-თურქმენეთის მაღალი დონის თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებს და მზარდ პოტენციალს.

აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მნიშვნელობა და მისი წარმატებული მუშაობა. დადებითი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor