• March

    4

    2025
  • 77
  • 0
მაკა ბოჭორიშვილი – უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ საქართველოს და უზბეკეთს შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს

მაკა ბოჭორიშვილი – უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ საქართველოს და უზბეკეთს შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს

უზბეკეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან განვიხილავთ საქართველოს და უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებს; პოტენციალი რაც არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განავითაროს ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.

„დღეს გვქონდა შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ზოგადად, მნიშვნელოვანია, საქართველომ განავითაროს ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, გამომდინარე იმ პრიორიტეტებიდან, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც შეეხება შუა დერეფანში საქართველოს როლს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაძლიერება, რაც ბუნებრივია გამოიხატება როგორც ეკონომიკურ სფეროში, ასევე პოლიტიკურ დონეზე დიალოგის გაძლიერებაში”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული.

დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, უზბეკ კოლეგასთან განსახილველი საკითხები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკას და ურთიერთობების გაღრმავების სფეროებს მოიცავს.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია უზბეკეთის მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor