
მალე – ექსკლუზიური ინტერვიუ თადარიგის ოფიცერთან, რომლისთვისაც ცნობილია შსს-ს რენეგატი მოღალატის ბინძური წარსული !
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა 2024 წლის 3 დეკემბერს თანამდებობა დატოვა.
შაიშმელაშვილმა შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კი 4 დეკემბერს გამოაქვეყნა.
„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, – წერს პატაკში შაიშმელაშვილი.
შაიშმელაშვილმა ,,ფეისბუქ” პოსტს, გადადგომის შესახებ განცხადებასთან ერთად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ნიშნებიც დაურთო. მან ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა, აღნიშნულზეც სოციალურ ქსელში ღია პოსტი გამოაქვეყნა და მაშინდელ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და საქართველოში ამერიკის საელჩოს მადლობა გადაუხადა.
შაიშმელაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და საქართველოდან წასვლა, ქვეყანაში 28 ნოემბრიდან დაწყებულ მოვლენებს ,,დაემთხვა”.
აღსანიშნავია, რომ შაიშმელაშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკით გამოირჩევა.
ვინ არის რეალურად ირაკლი შაიშმელაშვილი – გმირი თუ მოღალატე ?
მალე – ინტერვიუ თადარიგის ოფიცერ დავით ნემსაძესთან, რომელიც ზემოთ ხსენებულ კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგვცემს.
ირაკლი გუნია
,,GEO NEWS”





