• March

    31

    2025
  • 126
  • 0
მალხაზ ვარშანიძე : ,,არ ვიცი, რა დონის გავლენა ექნება ჩვენი კომისიის შედეგებს აშშ-ზე, მაგრამ რაღაც დოზით აუცილებლად იმოქმედებს და სავარაუდოდ, შიდა საქმიანობაში წაეხმარება ტრამპის ადმინისტრაციას”

მალხაზ ვარშანიძე : ,,არ ვიცი, რა დონის გავლენა ექნება ჩვენი კომისიის შედეგებს აშშ-ზე, მაგრამ რაღაც დოზით აუცილებლად იმოქმედებს და სავარაუდოდ, შიდა საქმიანობაში წაეხმარება ტრამპის ადმინისტრაციას”

,,GEO NEWS” გამორჩეულ რესპონდენტს, კონსერვატიული ღირებულებებით შემკულ ხელოვანს, ბატონ მალხაზ ვარშანიძეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მისიაზე და მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

ბატონო მალხაზ, როგორ შეაფასებდით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მისიას და მუშაობის ეფექტურობას ?

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი ამოქმედება ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. 7 ნოემბრის შემდეგ ჩემს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ( ,,ფაშიზმი ქართულად” ) ხაზგასმით ვახმოვანებდი ,,ნიუმბერგის პროცესის” მსგავს სასამართლოს აუცილებლობაზე.

პირველად ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უსამართლობას 2004 წელს შევეჩეხე, როდესაც ოპერის თეატრში უსამართლო კონკურსი ჩაატარეს, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა. ,,ნაციონალების” პოლიტიკურ რეფორმას ერთი ვოკალისტის გოგონას მსხვერპლიც მოჰყვა....შემდეგ 2007 წლის 7 ნოემბერი, რომელიც იყო უკვე აპოგეა.

საუბედუროდ, იმ პერიოდშიც კი, იყო სხვა დანაშაულები, რომელიც პირადად მე, დეტალებში არ ვიცოდი, მაგრამ 7 ნოემბრის უპრეცენდენტო მასიური სისასტიკე გარდამტეხი ხაზი იყო მოსახლეობასა და მაშინდელ ტირანიას შორის.

კომისიის მუშაობის მსვლელობით უდავოდ კმაყოფილი ვარ და მადლობელიც, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე. წარმატებებს ვუსურვებ სამართლიანობის აღდგენის აუცილებელ საქმეში.

-თქვენი აზრით, რამდენად მოქმედებს კომისიის ფუნქციონირება ქუჩაში მდგომარეობის დასტაბილურებაზე და რადიკალების შეკავებაზე ?

-ვფიქრობ, ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად იმოქმედებს პოლიტიკურ და სამოქალაქო სტაბილიზაციაზე. რაც ხდება ქუჩაში, ეს არის 35 წლიანი დაუსჯელობის სინდრომის შედეგი. აუცილებელია, სახელმწიფოში ყველა დანაშაული სამართლიანად იყოს გამოძიებული და ისჯებოდეს ანუ იყოს პასუხისმგებლობაც. ახალი, აღდგენილი და ,,გაცოცხლებული” კანონები ბევრ საქვეყნო საქმეს დაალაგებს. დეზინფორმაციაც გახდება დასჯადი და უფუნქციო.

რადიკალები დაკარგავენ დესტაბილიზაციის სურვილს და შესაძლებლობებს. სიცრუის პოლიტიკა დაიწყებს ლოგიკურ შლას.

-რა შეგვიძლია ვთქვათ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომებზე საქართველოს მიმართ და ხომ არ ხედავთ პოზიტიურ ნიშნებს ამ თვალსაზრისით ?

-ტრამპის პოლიტიკა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის პოზიტიურია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ აშშ ჩვენს შიდა საქმიანობაში აღარ ჩაერევა და არ დაფინანსდება ანტისახელმწიფო და ანტისაერო საქმიანობა. მეორე კი, არის მსოფლიოზე გავლენა, რომელიც უზღუდავს ჩვენს მტერ ქვეყნებს ჩვენზე ზეწოლას. ეს პროცესი უფრო რთულია, მაგრამ იმედის მომცემი.

-რამდენად რეალურად გესახებათ, რომ საგამოძიებო კომისიის შედეგმა სააკაშვილთან ერთად ამხილოს აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაციაც საქართველოში ომის გაჩაღების წახალისებაში ?

-არის ისეთი დეტალები, რაც იმ პერიოდიდან მახსენდება, მაგალითად:  მაკ-კეინის როლი, რომელიც მაშინდელი აშშ-ს ადმინისტრაციის საქმიანობიდანაც რადიკალურად ,,ამოვარდნილი” იყო.

ომის თემასთან დაკავშირებით მაკ-კეინის საეჭვო ,,დახმარებებზე” სააკაშვილმაც კი არაერთხელ ,,წამოცდენით გააჟღერა”ფარული ინფორმაციები მაშინდელი მედიით. დამატებით გავიხსენოთ, ომის წინა გაფრთხილება – კონდოლიზა რაისის გაფრთხილებაც. აუცილებელია ყველა მასალის შესწავლა.

არ ვიცი, რა დონის გავლენა ექნება ჩვენი კომისიის შედეგებს აშშ-ზე, მაგრამ რაღაც დოზით აუცილებლად იმოქმედებს და სავარაუდოდ, შიდა საქმიანობაში წაეხმარება ტრამპის ადმინისტრაციას.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor