
მალხაზ ვარშანიძე : ,,სუსი ერთ-ერთი ნომერ პირველი სამსახურია საქართველოში, რომელიც გარანტიაა ჩვენი მშვიდობის”
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა, MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად, ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.
,,GEO NEWS” ამ საკითხზე სასაუბროდ მაღალი ინტელექტის მქონე პატრიოტსა და გამორჩეულ რესპონდენტს, ხელოვან, ბატონ მალხაზ ვარშანიძეს დაუკავშირდა.
-ბატონო მალხაზ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოში ,,ჰექსოგენ”-ის ტიპის სახიფათო ასაფეთქებელი მასალის შემოტანისა და აქ მეკავშირეზე გადაცემის ფაქტი. წინასაარჩევნო დაძაბული პერიოდისა და დესტრუქციული ოპოზიციის მიერ სახიფათო პროვოკაციების მოწყობის გათვალისწინებით, რამდენად შესაძლებელია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მასალის გამოყენება საქართველოში ყოფილიყო დაგეგმილი ?
-მინდა მცირე, მაგრამ ძალიან სერიოზული შესავლით დავიწყო. რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა მეგობარი, ჩემთვის მისაბაძი ქართველი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე სუს-ის ოფიცერი იყო. მხოლოდ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წლეებში საკუთარი სურვილით დატოვა სამსახური. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ისევ დააბრუნეს სუს-ში. იაგოსთვის ის წლები არ იყო მსუბუქი, რამაც წლების შემდეგ, გამოიწვია მისი მძიმე სენით დაავადება. მის გასვენებაში და ქელეხში გავიცანი იაგოს კოლეგები. იქ ვნახე საქართველოს ნამდვილი უერთგულესი ვაჟკაცები. ყველანაირად დადებითად შემიძლია დავახასიათო, ინტელექტიდან დაწყებული პატრიოტობით გაგრძელებელი. ადრეც მითქვამს და ახლაც აღვნიშნავ, რომ ამ არეულ და უკიდურესად რთულ მსოფლიოში, კავკასიაში და აზიაში ჩვენ, რომ მშვიდად ვართ, ეს ქართული სუს-ის დამსახურებაა. ალბათ, მეგობრები დამეთანხმებიან. ჩემი აზრით, სუსი ერთ-ერთი ნომერ პირველი სამსახურია საქართველოში, რომელიც გარანტიაა ჩვენი მშვიდობის.
ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვაზე პასუხს. სამწუხაროდ, არ მიკვირს, როდესაც საქართველოში ასაფეთქებელს, ან იარაღს აღმოაჩენენ, ან კიდევ უკრაინიდან, ან სხვა მხრიდან ,,ბოევიკს” აპატიმრებენ, რადგან უკვე ვთქვი, რომ ზოგიერთებს დასავლეთში, ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში სურთ ჩვენთან არეულობა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ფინანსებს არ იშურებენ. არც ის მიკვირს, როდესაც ჩვენი სუს-ის ოპერატიული სამსახური ააშკარავებს ამ უსერიოზულეს დაფინანსებულ ანტისახელმწიფო კრიმინალურ ოპერაციებს. ეს ზემოთ მოგახსენეთ, თუ რამდენად სერიოზული კადრები მუშაობენ ჩვენს სპეცსამსახურებში.
საუბედუროდ, ჩვენთან ,,ნაცი” და ,,პრონაცი” ოპოზიცია პირდაპირ წარმოადგენს იმ ბნელი ორგანიზაციების დაფინანსებულ დესტაბილიზაციურ, ტერორისტულ მთავარ დასაყრდენს. არც ერთ აქციაზე არ მალავენ, რომ მათი მიზანი საქართველოში დესტაბილიზაცია და სახელმწიფო გადატრიალებაა. დღეს ამბობენ აბსურდული ტექსტით ,,მშვიდობიან გადატრიალებას”. ღმერთმა ნუ ქნას, რომ არამშვიდობიანად გადაატრიალონ – იტყვიან ,,მიზანი ამართლებს საშუალებასო”. ტექსტის შეცვლა შერცხვებათ თუ რა ?! მაგათთვის ეგ ჩვეულებრივი რამაა.
-დღევანდელი მძიმე რეალობისა და მუდმივი პროვოკაციების ქუჩაში მოწყობის ფონზე, ხომ არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად მმართველი ძალის მხრიდან მეტი ინტენსივობით და უფრო აქტიურად განხორციელდეს პრევენციული საპოლიციო ღონისძიებები, რათა თავიდან იქნას აცილებული მძიმე დესტრუქციის ფაქტები ?
-აუცილებელია საზოგადოების ჯანსაღი უმრავლესობა ყველაფერს უყურებდეს გაგებით და მინიმუმ ხელი არ შეუშალოს სუს-ს საქმიანობაში. მინიმუმ ცუდი მაინც არავინ თქვს და პატივისცემით მოვიხსენიოთ. ამ ფარული ომის გმირებისთვის მინიმუმ ჩვენი პატივისცემაც კი, უკვე უძვირფასესი ჯილდოა. ისინი ერთგულებით, სინდისით, ინტელექტით და სიცოცხლითაც კი, ემსახურებიან საქართველოს და ქართველ ხალხს.
-დაბოლოს, ჩვენს რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, გთხოვთ, შეგვიჯამოთ საქართველოს ხელისუფლების მშვიდობის პოლიტიკის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის მდგრადობის საკითხი და არსებული გამოწვევები ?
-დიახ, აუცილებელია მაქსიმალური პრევენციული ზომები და ხელშეწყობა. ჩვენ არ ვცხოვრობთ მშვიდობიან მსოფლიოში და რეგიონში. მშვიდობა, რომ გვაქვს, ეს მათი დამსახურებაა.
ხელისუფლება მაქსიმალურად და პრაგმატულად ახორციელებს ურთულეს მშვიდობიან პოლიტიკას.
მშვიდობის ბეწვის ხიდიზე გვატარებენ ომს მოწყურებულ პერმანენტულად ფეთქებად რეგიონსა და მსოფლიოში. ამ ურთულესი ეპოქის რეალური შედეგი ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში წლების შემდეგ.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





