• June

    2

    2025
  • 193
  • 0
მალხაზ ვარშანიძე : ,,ხელისუფლების მოქმედება პოლიტიკურად ნამდვილად პოზიტიურია, არ უნდა იჩქარონ, პრაგმატული გონიერებით ტრამპის ხელისუფლების გაძლიერებას უნდა დაელოდონ – მთავარია დონალდ ტრამპმა იმ ,,ბნელ ქვეყანაზე” ანუ ,,დიფ სთეითზე გაიმარჯვოს” !

მალხაზ ვარშანიძე : ,,ხელისუფლების მოქმედება პოლიტიკურად ნამდვილად პოზიტიურია, არ უნდა იჩქარონ, პრაგმატული გონიერებით ტრამპის ხელისუფლების გაძლიერებას უნდა დაელოდონ – მთავარია დონალდ ტრამპმა იმ ,,ბნელ ქვეყანაზე” ანუ ,,დიფ სთეითზე გაიმარჯვოს” !

,,GEO NEWS” -მა მაღალი ინტელექტის მქონე, გამორჩეულ და ერთგულ რესპონდენტს, კონსერვატიული ღირებულებებით შემკულ ხელოვან, ბატონ მალხაზ ვარშანიძეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წერილისა და საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ქმედებების შეფასება სთხოვა.

ბატონო მალხაზი ყოველთვის სწორ და ღრმა ანალიზს აკეთებს, ასე რომ, ეს ინტერვიუ ჩვენს მკითხველს უდავოდ დააინტერესებს. 

-ბატონო მალხაზ, ვითვალისწინებთ რა ტრამპის ადმინისტრაციის წერილს საქართველოს ხელისუფლებისადმი და მასში გამოხატულ დამოკიდებულებას ჩვენს ქვეყანასთან პოზიტიური დინამიკის გაზრდის გამოხატულ სურვილს, თქვენი შეფასებით, როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების საპასუხო ქმედებები ?

დონალდ ტრამპს ნამდვილად არ აქვს იოლი პერიოდი. ის თავისი გუნდით და ამომრჩევლებთან ერთად ებრძვის იმ ბოროტების სისტემას, რაც შეიქმნა და ჩამოყალიბდა როლანდ რეიგანის პრეზიდენტობის შემდეგ. ყველა პროცესი ღიად ჩანს. მუდმივად მიმდინარეობს მისი ყველა კანონის და ბრძანების წინააღმდეგ სასამართლო პროცესები – სამართლებრივი უსამართლობის წინააღმდეგ ღია ომი. ის სისტემა არის მოდებული, როგორც კიბო თავის მეტასტაზებით აშშ – ში და ევროპაში.

მე ვთვლი, რომ ტრამპი ნამდვილი გმირია, როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოში.

ტრამპის გენერალური ამოცანაა პირველ რიგში დაიბრუნოს, გამოაჯანმრთელოს და გააძლიეროს ამერიკა. მისი მეტ-ნაკლები პასიურობა, თუგინდ, ჩვენს მიმართ, ეგეც ბუნებრივი მოვლენაა. ჩვენთვის ეგ პასიურობაც დადებითია, რადგან სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს.

წერილი, რომლითაც პირველ რიგში ჩვენს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილის მიმართა და მოულოცა სერიოზული დადებითი განაცხადია. ეს ნამდვილად არის პოლიტიკურად პოზიტიური, ღირსეული ურთიერთპატივისცემის პერსპექტივა, მთავარია დონალდ ტრამპმა იმ ,,ბნელ ქვეყანაზე” ანუ ,,დიფ სთეითზე” გაიმარჯვოს.

ამ ფონზე ,,ნაცოპოზიცია” და ევროპის ლიბერალური ფაშიზმის მესვეურები ანუ EPP პარტიის კადრები სხვადასხვა თანამდებობიდან ანტისამართლებრივად და მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმით ცდილობენ ბრძოლას. პარალელურ რეჟიმში კი, აშშ-ის საელჩო ,,მალავს” ამ ოფიციალურ მოლოცვას. ასეთ აბსურდულ ქცევას ადრე ვერც წარმოვიდგენდი. ხვალ ხომ მთელ მსოფლიოს ეცოდინება საქართველოში აშშ -ის საელჩოს ქცევა ?! ჩვენ მაგათი რაღა უნდა გაგვიკვირდეს ?! უგუნურთა აბსურდია !

-რამდენადაც პრემიერ-მინისტრ კობახიძეს ღიად აქვს გამოხატული აშშ-თან მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ვითარების დალაგების სურვილი, რამდენად არის მოსალოდნელი, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან, ჩვენი ქვეყნის მოწადინებას ადეკვატური კეთილგანწყობით შეხვდნენ ?

-საქართველოს ხელისუფლების მოქმედება პოლიტიკურად ნამდვილად პოზიტიურია. არ უნდა იჩქარონ, პრაგმატული გონიერებით ტრამპის ხელისუფლების გაძლიერებას უნდა დაელოდონ. პლუს, კარგი ტემპით მიმდინარეობს ევროპაში, კერძოდ, უნგრეთის ლიდერობით კონსერვატიული ძალების გაერთიანებები. იმედისმომცემი ოკეანეს აქეთა და იქეთა ალიანსია. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მესიჯები.

ჩვენი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სტაბილური, მზარდი, მოზომილი პოლიტიკური მესიჯები საქართველოსთვის ნამდვილად კარგ და სანდო ვტორიტეტს ქმნის. ეს აუცილებლად კარგ შედეგს მოიტანს, როგორც აშშ- თან ურთიერთობისთვის, ასევე ყველა ანტილიბერალურ კონსერვატორულ ეროვნულ სახელმწიფოებთან.

რა თქმა უნდა, ჩვენნაირი გარანტირებულ მშვიდობისმოყვარე, სტაბილურ-ღირსეულ ქვეყანასთან ნებისმიერ ნორმალურ ხელისუფლებას და ხალხს მოუნდება ეკონომიური ურთიერთობების აწყობა. ეს ის პერსპექტიული ფუნდამენტია, რომელზეც ხვალინდელი და ზეგინდელი ძლიერი ურთიერთობები აშენდება.

-დესტრუქციული ოპოზიცია გულგახეთქილია ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობების გულწრფელი დათბობით, რის გამოც იმდენად დაკავებულია ძირითადი ღერძი, რომ საკუთარი ნებით და საკუთარი ფეხით გარბის ციხეში, რითაც ,,გირჩები” და მელიები საქართველოსთვის ნეგატიური რეპუტაციის შექმნას ცდილობენ, რის ფონზეც გვაინტერესებს აღწერილი მოვლენების თქვენთვის დამახასიათებელი ღრმა ანალიზი….

– ამ ე.წ. ,,ოპოზიციაზე” ვიტყვი ერთს – პირველ რიგში რამდენიც არიან სამჯერ და ოთხჯერ მეტი ორგანიზაცია აქვთ რეგისტრირებული პეტიციების და ნოტების ხელმოწერების სიმრავლისთვის. თითო რამდენიმე ორგანიზაციას წარმოადგენს, ამიტომაც ხელმოწერებზე უფრო მეტნი არიან, ვიდრე აქციებზე. ტრაგიკომედიაა. სანამ ჯერ კიდევ მოსდით ანგარიშებზე სხვადასხვა აგენტურული პროექტების დაფინანსებები, მანამდე გაავრცელებენ ერთჯერად ნახევრად დაბადებიდან მკვდარ დეზინფორმაციებს, რომლებიც ხშირად ერთი დღეც ვერ ცოცხლობს. მათ რაოდენობასაც ემჩნევა რამდენად ძლიერია თვითგახრწნის პროცესი.

ეს ციხეში ჩაჯდომების მანიაკალური – შოუებიც მათი ულოგიკობის და უპოზიციონორობის სარკეა. ებღაუჭებიან აქციების პროპაგანდისტულ თემებს. იზოლიატორში ჩაჯდომა ანუ პოლიტიკური პატიმრის იმიჯი გაუხდათ ახალი საარჩევნო პროგრამა. ვერ აზროვნებენ, რომ დღეს არ არის წინა საუკუნის 80-იანი წლეების სსრკ, რომ რეიგანის ამერიკამ დაიცვას. ნახევარ საუკუნეზე მეტით უკან არიან და გონიერად შეუდარებლად უფრო უკან. თხზავენ დეზინფორმაციებს სამი ათასამდე ,,ქართველი ხალხის” სახელით. მერე ევროპის ლიბერალური ნეოფაშისტები იმეორებენ, მერე ევროპიდან მობრუნებულებს ესენი იმეორებენ, თავისივე მოგონილს შეშფოთებული ევროპის სახელით წრეზე ატრიალებენ.

ამ დროს ჩვენ, რომ გამოვდივართ ხომ ჩანს, რომ საქართველოს უმეტესობა ჩვენ ვართ. ამასაც ხომ მთელი მსოფლიო ხედავს. იმიტომაცაა, რომ მსოფლიო არც ერთი სამართლებრივი ორგანიზაცია მაგათ არ ამართლებს. სამწუხაროდ, მაგათი მომაკვდავი სულის მღაფავი, ულოგიკო პოლიტიკა ჯერ-ჯერობით “მუშაობს” და დასავლეთიდან არასამართლებრივ ყრიან სანქციებს. მაგ მესანქციეებს პარალელურად, არც ავტორიტეი აქვთ და პლუს, მსუყედ სასამართლოებშიც მრავლად აქვთ საქმეები აღძრული სერიოზულ კორუფციულ გარიგებებზე ოჯახებთან ერთად.

იმედი მაქვს, რომ მალე ეს ბოროტების ჯაჭვი გაწყდება. მანამდე მოგვიწევს ამ უღმერთო ნაქართველარების მარაზმის ატანა რუსთაველზე. თერაპიულ ავადმყოფობას აქვს თავისი სტაციონარული სახადი პერიოდი. ეს უნდა გავიაროთ ქართველების დამახასიათებელი ძლიერი სულიერებით და ბრძნული მოთმენით.

აუცილებელია დავინახოთ, რომ ერი და ბერი, ქვეყნის უმეტესობა ახალგაზრდებთან და ხელისუფლებასთან ერთად ერთ მუშტად ვართ შეკრული. ასე ჩვენ ბევრ სიძნელეებს დავძლევთ და მივაღწევთ. 

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor