
- By Keti Khomeriki
- In ინტერვიუ, პოლიტიკა
გამოიწვევს თუ არა ოპოზიცია საპარლამენტო კრიზისს არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ?
ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ,,Geo News,,-თან ინტერვიუში ,,ევროპელი დემოკრატების,, ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა გამყრელიძემ შეაფასა.
ჩვენს კითხვაზე თუ როგორ შეაფასებს ცოტა ხნის წინ, ,,მაკკეინის ინსტიტუტის,, მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ითხოვენ, გამყრელიძე პასუხობს, წინასაარჩევნოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობასა და მათ კეთილდღეობაზე.
,,არასამთავრობო სექტორის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა საჭირო ნამდვილად არ იყო, მეტიც უგუნურებაა და სხვა არაფერი. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის საბოლოოდ დახურვა სრულიად გასაგები იქნება მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება,, არჩევნებში გაიმარჯვებს”,-განაცხადა გამყრელიძემ.
მამუკა გამყრელიძემ ისაუბრა ოპოზიციის შანსებზეც. კერძოდ, აქვს თუ არა არჩევნებში გამარჯვების რესურსი ოპოზიციას.
მისი თქმით, მას მოსახლეობასთან და გარკვეულ წრეებთან შეხვედრები აქვს, შესაბამისად ინფორმაციებიც, ასევე შიდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ,,ქართულ ოცნებას,, მაღალი რეიტინგი აქვს.
,, დაახლოებით 20-დან, 30%-მდე მაღალია მათი რეიტინგი. შეიძლება სხვა ერთ რომელიმე კონკრეტულ პარტიას ამხელა რეიტინგი არ ჰქონდეს, მაგრამ მთლიანობაში მგონია, რომ პარლამენტში უმრავლესობას ოპოზიცია მოიპოვებს”,-დასძინა გამყრელიძემ.
გამყრელიძის აზრით, ოპოზიცია არჩევნებში არ დამარცხდება. მისი ვარაუდით, შესაძლოა ,,ქართულმა ოცნებამ,, არჩევნები გაყალბების გზით მოიგოს. და ამ შემთხვევაში ერთ-ერთ ბერკეტად გამყრელიძე ოპოზიციის ბოიკოტს ასახელებს.
,, იმ შემთხვევაში თუ ,,ქართულმა ოცნებამ” გაყალბებული არჩევნებით თავის თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, ოპოზიციამ საპარლამენტო კრიზისი უნდა გამოიწვიოს. შემდეგ კი, ყველაფერი ხალხსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე იქნება დამოკიდებული”,-აღნიშნა გამყრელიძემ.
ირაკლი გუნია





