• September

    20

    2023
  • 133
  • 0

მამუკა მდინარაძე:თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხვალ ფარცხალაძე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მასზე ჩვეულებრივად გავრცელდება სანქციები, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით რეგულაცია არ გვაქვს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, მასზე სანქციები გავრცელდება, მაგრამ როგორც კი საქართველოს მოქალაქე გახდება სანქცირებული, ქართული სახელმწიფო მას დაიცავს.

„თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხვალ ფარცხალაძე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, მასზე ჩვეულებრივად გავრცელდება სანქციები, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით რეგულაცია არ გვაქვს, რადგან პარტნიორთან დადებული ვალდებულებების შედეგად, მიერთებული ვართ კონვენციებს, განცხადებებს და ა.შ. და ჩვენ ამ ფილტრს არ ვაყენებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ყველა ქვეყანა საკუთარ მოქალაქეზე თვითონ აგებს პასუხს, ფარცხალაძე იქნება თუ სხვა ადამიანი, თუ ის დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, ჩვეულებრივად იქნება სანქცირებული და სანქციები ჩვეულებრივ გავრცელდება მასზე, ამით ფარცხალაძის თემა მოიხსნება. ეს ერთი საკითხია, მაგრამ როგორც კი საქართველოს მოქალაქე გახდება სანქცირებული, თქვენ, რომელიმე, ნებისმიერი ღმერთმა დაგიფაროთ, რომ გახდეთ სანქცირებული, თქვენმა ქვეყანამ ხომ უნდა დაგიცვათ და მოითხოვოს მტკიცებულებები?! იმ მტკიცებულებების საფუძველზე თუ საკმარისი სტანდარტი იქნება და თუ ქვეყნის შიგნით გამოვა გადაწყვეტილება, სანქციებთან მიერთება მოხდება. მაგრამ თუ მტკიცებულებების გარეშე იქნება, ერთი მტკიცებულებაც არ იქნება და არანაირ სტანდარტს არ დააკმაყოფილებს, საქართველოს მოქალაქეს, ბუნებრივია, ქართული სახელმწიფო დაიცავს,“ – განაცხადა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor