• August

    16

    2024
  • 76
  • 0
მამუკა მდინარაძე – აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება საკვანძო საკითხია, რადგან სხვა დროს ვერავინ გაბედოს მოღალატეობრივი მოქმედებები, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ამ საქმეს მაინც გამოიძიებს სახელმწიფო

მამუკა მდინარაძე – აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება საკვანძო საკითხია, რადგან სხვა დროს ვერავინ გაბედოს მოღალატეობრივი მოქმედებები, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ამ საქმეს მაინც გამოიძიებს სახელმწიფო

აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიება საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხი, რადგან სხვა დროს ვერავინ გაბედოს მოღალატეობრივი მოქმედებები, რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამ საქმეს სახელმწიფო აუცილებლად გამოიძიებს.

„ყველაზე პრიმიტიული პიარკამპანია მდგომარეობს იმაში, რომ ყველაფერს რუსულს ეძახიან იმას, რაც არ მოსწონთ. ეს გამოძიება ისეთივე რუსულია, როგორი რუსულიც იყო გამჭვირვალობის კანონი. მათთვის ყველაფერი არის რუსული, რაც არ მოსწონთ და აზიანებთ, ამტყუნებთ, ააშკარავებთ. ამაზე სერიოზული, ლოგიკასთან ახლოს მესიჯი ჯერ ვერ მოიფიქრეს. რაც შეეხება იმას, რა არის რუსული და რა არის ქვეყნისთვის დამაზიანებელი. მათ სამშობლოს ღალატის მუხლი თვეებით ადრე ამოიღეს კანონიდან, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი აღადგინეს, საზღვრები დაადგინეს, კოდორი და ზემო აფხაზეთის თემაც გვახსოვს. ამის შემდეგ, მთელ მსოფლიოს აჩვენეს აქედან იქეთ დაბომბვის კადრები 7 აგვისტოს. ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დაწყება და კასეტური ბომბებით ცხინვალის დაბომბვა. დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას და დღეს ლაპარაკობენ, რომ სხვისი ნაკეთები საქმეა რუსული და ამ ყველაფრის გამოძიებაა რუსული.

ანუ, მათ შეუძლიათ, ღალატი ჩაიდინონ, ქართველ სამხედროებს დააბრალონ ომის დაწყება, ამაზე ხელი მოუწერონ, კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულონ, შემდეგ ხელი მოაწერონ რეზოლუციას, სადაც მე-11 პუნქტში ეწერა, რომ ომის დანაშაული, შესაძლოა ქართველ სამხედროებს ჰქონდათ ჩადენილი, ეს ღალატი ჩაიდინონ და სხვას ეძახონ რუსული საქმის მკეთებელი, რადგან რუსები თურმე რაღაცას თავისთვის ლაპარაკობენ და იყენებენ გაერო-ში. ანუ, შენ შეგიძლია ღალატი ჩაიდინო და თუ ღალატის გამოძიებაზე ვინმე კრინტს დაძრავს, ეს რუსული საქმეა. ამავე დროს, მეორე ფაქტორიც არის. სტრასბურგიც და ჰააგაც მოვიგეთ. კრინტი არ დაგვიძრავს მე-11 პუნქტზე, შესაძლო ომის დანაშაული ჩაიდინეს ქართველმა სამხედროებმაო, ამაზე ხმა არ ამოგვიღია. დღეს რუსებმა და „ნაცებმა“ რაც უნდა ის იძახონ, ჰააგაც ჩავლილია საქართველოს და ქართველი სამხედროების სასარგებლოდ და სტრასბურგიც. ახლა ამათ რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, ამ საქმეს მაინც გამოიძიებს სახელმწიფო. ეს არის საკვანძო სახელმწიფოებრივი საკითხი, რადგან სხვა დროს ვერავინ გაბედოს საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი მოქმედებები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor