• September

    22

    2025
  • 36
  • 0
მამუკა მდინარაძე ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა

მამუკა მდინარაძე ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, ბაქოს უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობდა, რომელსაც 95 ქვეყნის სპეცსამსახურების პირველი პირები ესწრებოდნენ.

მამუკა მდინარაძეს, დახურულ ფორმატში, ათამდე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

ბაქოს უსაფრთხოების ყოველწლიური ფორუმი არის შესაძლებლობა, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სადაზვერვო საკითხებზე პასუხისმგებელმა ხელმძღვანელმა პირებმა გამართონ საქმიანი შეხვედრები, გააღრმაონ თანამშრომლობა და გაცვალონ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

სუს-ის ხელმძღვანელი ბაქოში, უსაფრთხოების ფორუმზე 19-21 სექტემბერს იმყოფებოდა. მამუკა მდინარაძის ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულებულია.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor