• February

    25

    2025
  • 56
  • 0
მამუკა მდინარაძე – „დიფ სთეითი“ რომ სუსტდება, კუდის მოქნევის მცდელობა შეიძლება ჰქონდეს, ამასაც მარტივად გადავიტანთ, მაგრამ საბრძოლო სულ გვაქვს

მამუკა მდინარაძე – „დიფ სთეითი“ რომ სუსტდება, კუდის მოქნევის მცდელობა შეიძლება ჰქონდეს, ამასაც მარტივად გადავიტანთ, მაგრამ საბრძოლო სულ გვაქვს

ჩვენი ისტორიის განმავლობაში სულ ბრძოლაში ვიყავით და არც ახლა გვანებებენ თავს, ეს ხშირად ჩრდილოეთიდან არის, მაგრამ თავის დაცვა დასავლური ბიუროკრატიისგანაც კი გვიწევს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში რაც მეტადაა „დიფ სთეითი“, მით უფრო მძაფრი იქნება ევრობიუროკრატიისგან შემოტევები და ამ მავნებლობის გადატანა ქვეყანას კიდევ მოუწევს.

„USIAD-დან დაფინანსება შეწყდა და ახლა ამ დაფინანსების გადატანას ევროპულ ფონდებზე ცდილობენ, საიდანაც საქართველოსთვის ცუდი, მტრული და მავნებლური შიდა აქტივობები დაფინანსდა. ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ „დიფ სთეითის“ გავლენა ევრობიუროკრატიასა და ევროსტრუქტურებზე იქნება და არა – ევროპაზე. ვინაიდან, „დიფ სთეითმა“ და მისმა აგენტურამ საქართველოში არჩევნები წააგო, ცდილობენ, ადამიანების აღქმაში აქციების უწყვეტობა შეინარჩუნონ, თუმცა ხედავთ, სიმძაფრე რამდენად დასუსტებულია. ამაში ამერიკელი ხალხის არჩევანი დაგვეხმარა. მაინც გავუძლებდით, თუმცა ახლა უფრო მძაფრი და დიდი მავნებლობა იქნებოდა. საქართველოში რაც უფრო მეტადაა „დიფ სთეითი“, მით უფრო მძაფრი იქნება ევრობიუროკრატიისგან შემოტევები და ამ მავნებლობის გადატანა კიდევ მოგვიწევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, საქართევლო სულ ბრძოლებში იყო, ეს უფრო ხშირად ჩრდილოეთიდან მოდიოდა, მაგრამ ქვეყანას თავის დაცვა დასავლური ბიუროკრატიისგანაც უწევს.

„ჩვენი ისტორიის განმავლობაში სულ ბრძოლაში ვიყავით და არც ახლა გვანებებენ თავს. ეს უფრო ხშირად ჩრდილოეთიდან არის, მაგრამ თავის დაცვა დასავლური ბიუროკრატიისგანაც კი გვიწევს. ეს სამწუხარო რეალობაა. „დიფ სთეითი“ რომ სუსტდება, კუდის მოქნევის მცდელობა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ამასაც უფრო მარტივად გადავიტანთ, ვიდრე აქამდე შევძელით, მაგრამ საბრძოლო სულ გვაქვს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის ერთი რიგითი აგენტი და „ნაცია“. ეს არის ადამიანი, რომელსაც აგენტს ეძახდნენ მაშინ, როცა გავლენების ქვეშ არ იყო, როგორც კი, ვიღაცის გავლენის ქვეშ მოექცა და დავალებების შესრულება დაიწყო, მაშინ მათი მხრიდან აგენტის იარლიყი მოიშორა. როცა დამოუკიდებელი იყო და პარლამენტში დაბაჩუნობდა, მაშინ აგენტს ეძახდნენ, როგორც კი დაააგენტეს, მაშინვე აგენტის იარლიყი მოაშორეს. უკუღმაა – ჩვეულებრივი ასინეთები არიან. საქართველოს დამოუკიდებლობაზე, სამშობლოსა და რწმენაზე საუბარი რის მერე დაიწყეს? – როცა მათი აბსოლუტური მხილება მოხდა უსამშობლობასა და უღმერთობაში. შემდეგ გაახსენდათ – ღმერთიც და სამშობლოც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor