• December

    8

    2024
  • 71
  • 0
მამუკა მდინარაძე – ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, თუ ვიღაცას ჰგონია, თავდასხმით „ოცნების“ მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა, რომ არის მავნებელი, „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

მამუკა მდინარაძე – ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, თუ ვიღაცას ჰგონია, თავდასხმით „ოცნების“ მხარდაჭერა გამოხატა, მინდა ვუთხრა, რომ არის მავნებელი, „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს

ჩემი სუბიექტური აზრია, დარწმუნებული ვარ ამას გამოძიება დაადგენს, უნდა ვთხოვო საგამოძიებო ორგანოებს, სწრაფ ვადებში დაადგინონ ეს ყველაფერი, მაგრამ ვისაც არეულობა, ქაოსი და რაღაცა ახალი ე.წ. თავად როგორც უწოდებენ „კარწინკები“ სჭირდება, იმის გაკეთებულია სავარაუდოდ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი პროცენტიც კი რომ იყოს ალბათობა, ამ საქციელით ვინმეს ჰგონია „ქართული ოცნების“ ან ხელისუფლების მხარდასაჭერი ნაბიჯი გადადგა, არის მავნებელი და ამ ძალადობით რადიკალური ოპოზიციის წისქვილზე დაასხა წყალი.

„ამას გამოძიება სჭირდება, მაგრამ ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ მათი გაკეთებული არ არის, ვინც ეს გააკეთა არის მავნებელი ჩვეულებრივი. ერთი პროცენტი რომ დავუშვათ, რომ ვიღაცამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტზე შური იძია და თავს დაესხა და ამით ჰგონია, რომ ვითომ ან „ოცნებისკენ“ ან ხელისუფლებისკენ მხარდაჭერის აქტი ჩაიდინა ან გამოხატა მხარდაჭერა, პირიქით – მე მინდა ვუთხრა ნებისმიერ მათგანს, რომ არის მავნებელი, რომელიც „ნაცების“ და აგენტების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ეს ისეთი ხალხის გაკეთებულია, ვინც მხარს გვიჭერს ან გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას და ამ ფორმით თუ გამოხატავს, ერთი პროცენტით ვუშვებ ამას, არც კი – მაშინ, ისინი არიან მავნებლები, ან უჭკუო მავნებლები, ან შეგნებული მავნებლები. რა თქმა უნდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor