• March

    11

    2024
  • 107
  • 0

მამუკა მდინარაძე – ვერ მიხვდნენ, რომ „ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია, ვერ წარმოიდგინეს, რომ „ნაცის“ განნაცება არის ურთულესი ფსიქომოვლენა

რაც უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, ქართული საზოგადოება არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში, არც – ვითომ განდგომილ „ნაცს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ქვეყნის არევა, უცხოეთიდან მიღებული დავალებების შესრულება.

„მელიაც „ნაცია“ და გვარამიაც, მაგრამ ერთად რომ იქნებიან, შეიძლება, აღარ იყონ „ნაცები“. მათი მიზანია „ნაცი“ ხელისუფლებაში, ქართველი ხალხის მიზანია არცერთი „ნაცი“ ხელისუფლებაში; მათი მიზანია ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ამ ქვეყნის არევა, მეორე ფრონტი, ქაოსი და უცხოელების, სხვა ქვეყნებიდან მიღებული დავალებების შესრულება. აგენტების მიზანი ზოგადად ეს არის. აქედან გამომდინარე, ქართველები ამას არ დავუშვებთ, გამორიცხულია, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. რაც არ უნდა გვერდიდან შემოგვაპარონ მელია, გვარამია, ხაზარაძე, გახარია, ქართული საზოგადოება არც მოღალატეს დაუშვებს ხელისუფლებაში, არც ვითომ განდგომილ „ნაცს“, რამდენადაც არ უნდა დაიშალონ. ისინი ახლა ცდილობენ იმ 20 პროცენტს გარეთ გამოსვლას, რაც, რეალურად, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“ მიმართ მხარდაჭერაა, და დანარჩენ 20 პროცენტზე მუშაობას, მაგრამ „ნაცი“ „ნაცია“, კაცი კაცია და ქალი ქალია. ესენი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ასეა. ვერ წარმოიდგინეს, რომ „ნაცის“ განნაცება არის ურთულესი ფსიქომოვლენა, ასეთი ფსიქიკის ადამიანები და ასეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი ობიექტები საქართველოში არ ცხოვრობენ, რომ „ნაცი“ არანაცად მიიღონ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ დღეს ოფიციალურად განაცხადეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor