• February

    26

    2025
  • 69
  • 0
მამუკა მდინარაძე – ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი, ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა

მამუკა მდინარაძე – ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი, ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა

ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საკოორდინაციო შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

„არა მხოლოდ რეგიონში, მთლიანად საქართველოში რაც კი შეიძლება იყოს მძიმე ტექნიკა, მთლიანად მობილიზებულია. სოფლებთან მიმართებით, შესაბამისის ბაზების მიხედვით, რომელიც დღეს შეიქმნა, პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარეობს დახარისხება.

პრიორიტეტებში არ ვგულისხმობ ადამიანებს, გუშინ ვიღაცებმა ასე გაიგეს. ვგულისხმობ იმას, რომ სხვა მოთხოვნილებებთან შედარებით, პირველი ამოცანაა, ადამიანები გადავარჩინოთ. ყველაფერი დანარჩენი შედარებით მეორეხარისხოვანია, თუმცა მეორეხარისხოვანი არაფერია. მათ შორის არის საკვების მიწოდება, მედიკამენტების. გვეთანამშრომლებიან სხვადასხვა ორგანიზაციები, რისთვისაც მათ მადლობა. მადლობა არა მხოლოდ მაშველებს, მადლობა მუნიციპალიტეტის, თავდაცვის სამინისტროს, სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს. ასეულობით ადამიანზეა ლაპარაკი, ორიათასსაც შეიძლება გადასცდა უკვე. ჩართული არიან სამუშაოებში და ყველაზე გაუვალ ადგილებშიც კი ცდილობენ მისვლას. საბედნიეროდ, ეს ხშირ შემთხვევაში ხერხდება. ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა. ეს საბედნიერო ინფორმაციაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor