• December

    12

    2023
  • 102
  • 0
მამუკა მდინარაძე – კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით, ხალხით, პროევროპულობით, გატარებული რეფორმებით

მამუკა მდინარაძე – კანდიდატის სტატუსზე პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით, ხალხით, პროევროპულობით, გატარებული რეფორმებით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პოზიტიური მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

მდინარაძის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

„ბუნებრივია, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან საქართველომ ეს დაიმსახურა თავისი ხელისუფლებით, თავისი ხალხით, თავისი პროევროპულობით, ევროპული განწყობებით, კონსტიტუციაში მკაფიოდ განსაზღვრული კურსით და გატარებული რეფორმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არავინ არაფერს გვაჩუქებდა, პირიქით. გვაჩუქებდნენ კი არა, როცა ამის უპირობო აუცილებლობა იყო და არ უნდა ყოფილიყო სხვა გამოსავალი, ვიდრე სტატუსის მოცემა, მაშინ საქართველოს სტატუსი უსამართლოდ არ მისცეს. წელს პოზიტიურ დინამიკას ვხედავთ, არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ შემხვედრი დინამიკაც პოზიტიურია. საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამიტომაც ამ სტატუსს მივიღებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor