
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე : მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები
საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა ,,ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც მედიისთვის კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ ხმა ქვეყნის განვითარებას და გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკას მისცა.
მამუკა მდინარაძე ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე საუბრობს : ,,ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა”.
,,მე ხმა მივეცი ჩემს და ჩვენს სამშობლოს, ღირსებას, გავაფერადე წრე 41-ის წინ, ძალიან სასიამოვნოა, როცა ასე ამბობენ ახალგაზრდები”,-აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე ასევე ეხმაურება ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დაწერილ საჩივარს. საუბარია კომისიის წევრის მხრიდან ამომრჩევლის გადაკოცნაზე რის გამოც საჩივარი დაიწერა. მდინარაძე ამბობს, რომ მსგავსი ,,ფეიქ კამპანიის” ფონზე ცდილობენ ფონი შექმნან.
ავტორი – ირაკლი გუნია





