• December

    5

    2024
  • 74
  • 0
მამუკა მდინარაძე – მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ისე გააფუჭოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები, რომ მისი დალაგება დროში გაიწელოს, შედარებით მალე გადაიტვირთება ურთიერთობები, ვიდრე წარმოუდგენიათ

მამუკა მდინარაძე – მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ისე გააფუჭოს საქართველო-აშშ-ს ურთიერთობები, რომ მისი დალაგება დროში გაიწელოს, შედარებით მალე გადაიტვირთება ურთიერთობები, ვიდრე წარმოუდგენიათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ისე გააფუჭოს საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები, რომ მისი დალაგება, სულ მცირე, დროში გაიწელოს.

მდინარაძის შეფასებით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები იმაზე მალე გადაიტვირთება, ვიდრე წარმოუდგენიათ.

„ამ ყველაფრის მიზანია, ისე გაფუჭდეს აშშ-სთან საქართველოს ურთიერთობა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასაც კი ძალიან გაუჭირდეს მისი დალაგება, როგორც მინიმუმ, დროში გაიწელოს. ეს არის მიზეზი, ეს არის კუდის მოქნევის მიზეზი, მათ აქამდე რაც არ და ვერ გააკეთეს, 20 იანვრამდე ცდილობენ ამის გაკეთებას. ტრამპის ადმინისტრაციას პრინციპულად ვეთანხმებით მთავარ საკითხებზე და ისინიც პრინციპულად გვეთანხმებიან მთავარ საკითხებში, რომ ოჯახის საკითხი უალტერნატივოა, არის ქალი და მამაკაცი და არა სხვა გენდერები და ა.შ. გამჭვირვალობა რომ დემოკრატიული საწყისი და პრინციპია, ამაშიც ვეთანხმებით ერთმანეთს, ამ ორმხრივი თანხმობის ფონზე, მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ისე გააფუჭოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რომ მისი დალაგება, როგორც მინიმუმ, დროში ძალიან გაიწელოს. ამას ხომ ყველა ხვდება. უფლებამოსილების მიწურულს მავნებლობის ჩადენა, რადგან შემდეგ ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს იმ მიზნით, რომ გართულდეს ამისი დალაგება. ბიუროკრატიაში საერთოდ ასეთი გართულებები არის ხოლმე და მარტივად დასალაგებელი არასდროს არ არის არაფერი. რაც უფრო გაართულებენ, ფიქრობენ, რომ მით უფრო რთულად დალაგდება ეს ურთიერთობები. ამ ურთიერთობების გამწვავების მცდელობასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ, იმდენად პრინციპული თანხვედრა გვაქვს, რომ შედარებით მალე დალაგდება ეს ყველაფერი და გადაიტვირთება, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე დასმული კითხვის პასუხად.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor