• November

    21

    2024
  • 55
  • 0
მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტობის კანდიდატზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, ჯერ პოლიტსაბჭოზეც არ გვიმსჯელია ამ საკითხზე

მამუკა მდინარაძე – პრეზიდენტობის კანდიდატზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, ჯერ პოლიტსაბჭოზეც არ გვიმსჯელია ამ საკითხზე

პრეზიდენტობის კანდიდატზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, ჯერ პოლიტსაბჭოზეც არ გვიმსჯელია ამ საკითხზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატებზე განცხადების გაკეთების უფლება მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აქვს.

„პრეზიდენტობის კანდიდატს რაც შეეხება, დღეს ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, არცერთი სიტყვა, ჯერ ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვერსია არსებობს უამრავი, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ. ჯერ ჩვენ პოლიტსაბჭოზეც კი ამაზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, ცვლილება იქნება თუ არა, მოდით, ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც კანონით არის გაწერილი, დავუტოვოთ პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამის თქმის უფლება არ აქვს არავის, გარდა ირაკლი კობახიძისა. სწორედ ის არის პრემიერმინისტრობის კანდიდატი, სხვას ამის თქმის უფლება არ აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor