• September

    12

    2023
  • 108
  • 0
მამუკა მდინარაძე – სამწუხაროდ, თავად სალომე ზურაბიშვილი არის უკვე ოპოზიციაში და უხეში ფორმებით ოპონირებს, როგორც ჩანს, აქვს შიში, რომ გადააყენებენ და რისკების დასაზღვევად ჩვენს ოპონენტებს ხვდება

მამუკა მდინარაძე – სამწუხაროდ, თავად სალომე ზურაბიშვილი არის უკვე ოპოზიციაში და უხეში ფორმებით ოპონირებს, როგორც ჩანს, აქვს შიში, რომ გადააყენებენ და რისკების დასაზღვევად ჩვენს ოპონენტებს ხვდება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვინც მხარს არ დაუჭერს, კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე იქნება. მდინარაძე ამბობს, რომ ამ განცხადების გარდა, ოპონენტებთან იმპიჩმენტის საკითხზე არანაირ კომუნიკაციას არ აპირებენ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განმარტებით, როგორც ჩანს, პრეზიდენტს აქვს შიში, რომ გადააყენებენ და რისკების დასაზღვევად ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

„სამწუხაროდ, გვიწევს თქმა, რომ თავად სალომე ზურაბიშვილი არის უკვე ოპოზიციაში და უხეში ფორმებით ოპონირებს. მაგალითად, პირდაპირ, უდავოდ კონსტიტუციის დარღვევით. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ბატონ ალეკო ელისაშვილს გაუხმოვანებია ეს ინფორმაცია, მას აქვს შიში, რომ გადააყენებენ. რისკების დასაზღვევად, რომ პარლამენტში საკმარისი ხმები არ მოგროვდეს, სათითაოდ ხვდება ჩვენს ოპონენტებს, რათა დაარწმუნოს, შეეხვეწოს, სთხოვოს, რომ არ დაუჭირონ მხარი იმპიჩმენტის საკითხს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ვარაუდია. კარგად დავაკვირდებით, ვინ იქნება კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილე – ის, ვინც არ დაუჭერს, ამის იქით რაღაც ფარულ კომუნიკაციას არ ვაპირებ. ვიცი, ამას მუქარასაც დაარქმევთ, არანაირი მუქარა, არანაირი გაფრთხილება, უბრალოდ ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. მე პირადად, მივმართავ საჯაროდ, ის, ვინც მხარს არ დაუჭერს იმპიჩმენტს, იქნება კონსტიტუციის დარღვევის თანამზრახველი, თანამონაწილე. ახლა თვითონ გადაწყვიტონ. ამის იქით ჩვენს ოპონენტებთან არ ვაპირებთ არანაირ კომუნიკაციას, ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებთ. ყველა იქნება თანამონაწილე, ვინც კი არ დაუჭერს მხარს. ეს მარტივი ამბავია. დანარჩენი, გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებენ. არც ჩავერევით, უბრალოდ დარწმუნების დონეზეც კი, პრეზიდენტს შეუძლია, დამშვიდდეს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor