• July

    23

    2024
  • 65
  • 0
მამუკა მდინარაძე – სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს, ახალი კი მიზანს ეპოტინება, დანარჩენები ვერ უახლოვდებიან, ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ

მამუკა მდინარაძე – სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს, ახალი კი მიზანს ეპოტინება, დანარჩენები ვერ უახლოვდებიან, ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ

სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს, ახალი ეპოტინება მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ბარიერს ვერ უახლოვდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა რესურსის გამოყენების მცდელობა აქვს.

„„ნაცმოძრაობას“ მცდელობა აქვს, რომ ყველა რესურსი გამოიყენოს, 5-იანის ფაქტორიც. პარტია ვინაიდან რამდენიმე ნაწილად გაიყო, მათი მიზანია, აგენტურამ მაქსიმალურად შეძლოს გაშლა ველზე იმგვარად, რომ გაშლილმა პატარ-პატარა ჯგუფებმა რამენაირად ბარიერი გადალახონ და თან რამენაირად საკუთარი ქვეყანა დააზიანონ. ერთწლიან პერიოდში ქვეყნის არევა, ომში ჩართვა და ამ ქვეყანაში კატასტროფის გამოწვევა მოახერხონ, ოღონდ დავალება შეასრულონ. ერთი პარტიის გარდა, ხუთპროცენტიან ბარიერს ვერცერთი პარტია ვერ გადალახავს, ამის მცირე შანსი აქვთ. სამწუხაროდ, ძველი „ნაცმოძრაობა“ ბარიერს გადალახავს, ახალი ეპოტინება მიზანს, დანარჩენები ცდილობენ, მაგრამ ბარიერს ვერ უახლოვდებიან და ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ. იშლებიან, შეკოწიწდებიან, ბარიერს მაინც ვერ ლახავენ – მიზანი აქვთ შესასრულებელი, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას რამენაირად დააშორონ და შემდეგ არჩევნების ლეგიტიმურობაზე ისაუბრონ. გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში უპრეცედენტოდ დემოკრატიული არჩევნებს ჩავატარებთ, მაგრამ ისინი მაინც დაიწყებენ აქციებს და ეს იქნება ხელისუფლების ამოყირავების მცდელობა, რაც წარუმატებელი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor