• November

    7

    2023
  • 99
  • 0

მამუკა მდინარაძე – საქართველო ყველა არსებულ და შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რომ დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი

საქართველო ყველა არსებულ და შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რომ დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს! მისი მკვლელობა არის უმძიმესი დანაშაული, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტი და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის კიდევ ერთი უმძიმესი შედეგი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ოკუპანტ მხარეს ეკისრება!

პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ის პოლიტიკური ძალა, ვინც თავისი მოღალატეობრივი ქმედებებით რუსეთს ჩვენს ქვეყანაში ოკუპაციის საშუალება მისცა და ტერიტორიები გადაუფორმა.

დღეს ამ ტრაგედიით სარგებლობას ის ხალხი ცდილობს, ვინც ეს უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, ვინც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება და ომის დანაშაული დააბრალა.

მათი უამრავი გაფუჭებული გამოვასწორეთ, დამალული მტკიცებულებებისა და შეგნებულად არასწორად ნაწარმოები საქმეების მიუხედავად, ჰააგაც მოვიგეთ და სტრასბურგიც, თუმცა ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი, წინა ხელისუფლების მიერ და დროიდან დატოვებული უდიდესი პრობლემა – რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი უმძიმესი შედეგები. კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კი ბედავს, ამ თემაზეც სხვისკენ გაიშვიროს ხელი!..

საქართველო ყველა არსებულ და შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს, რომ დამნაშავეებმა სათანადოდ აგონ პასუხი!“ – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor