• March

    19

    2024
  • 109
  • 0
მამუკა მდინარაძე – ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას რაღაც შემოპარებული თემებით დარტყმას არ მივაყენებთ, „ვეტინგის“ თემა დახურულია

მამუკა მდინარაძე – ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას რაღაც შემოპარებული თემებით დარტყმას არ მივაყენებთ, „ვეტინგის“ თემა დახურულია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი „ვეტინგის“ საკითხზე სუაბარს აღარ აპირებს.

მისივე თქმით, ეს თემა დახურულია.

„„ვეტინგის“ თემა დავამთავრეთ. გარედან არავის შევამოწმებინებთ არც მოსამართლეს, არც ჟურნალისტს, არც სხვა მოქალაქეს – ნებისმიერი სოციუმის, პროფესიის წარმომადგენელს. საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას რაღაც შემოპარებული თემებით დარტყმას არ მივაყენებთ, „ვეტინგის“ თემა დახურულია. ეს გუშინ ვთქვით და აღარ გავიმეორებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ვეტინგის“ თემას დახურულად აცხადებენ: „ე.წ. ვეტინგის თემას დახურულად ვაცხადებთ, ქვეყნის კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმას საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor