• February

    4

    2025
  • 51
  • 0
მამუკა მდინარაძე – ყაველაშვილი დღევანდელ გამოსვლაში ცდილობდა, ხაზი გაესვა გაერთიანებისა და ურთიერთპატივისცემის საკითხებზე, ეს დამოკიდებულება პრეზიდენტს ყველაზე მეტად ხელეწიფება და ევალება

მამუკა მდინარაძე – ყაველაშვილი დღევანდელ გამოსვლაში ცდილობდა, ხაზი გაესვა გაერთიანებისა და ურთიერთპატივისცემის საკითხებზე, ეს დამოკიდებულება პრეზიდენტს ყველაზე მეტად ხელეწიფება და ევალება

მიხეილ ყაველაშვილი დღევანდელ გამოსვლაში მაქსიმალურად ცდილობდა, ხაზი გაესვა გაერთიანებისა და ურთიერთპატივისცემის საკითხებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტს ეს დამოკიდებულება ყველაზე მეტად ხელეწიფება და ევალება კიდეც.

„შეიძლება, რამდენიმე მთავარი საკითხი გამოიყოს, რაც ყველაზე მეტად ქართველისთვის, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, იყო ყურადღების მისაქცევი. ეს იყო გამაერთიანებელი მესიჯი ადამიანისა, რომელიც დღეს საქართველოს პრეზიდენტია და მაქსიმალურად ცდილობდა, დღევანდელ გამოსვლაში ხაზი გაესვა არა მხოლოდ ადამიანების გაერთიანების, ურთიერთპატივისცემის, არამედ ქვეყნის გაერთიანების მთავარი საკითხებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის ის დამოკიდებულება, რაც საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე მეტად ხელეწიფება, ევალება კიდევაც და მისი თანამდებობის რეალური თუ სიმბოლური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, რამდენიმე ისეთი საკითხიც იყო, რომელიც ასმაგად სასიამოვნოა, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესზე საუბარი. მიხეილ ყაველაშვილს ამ საკითხზე სხვაზე უფრო მეტი ეთქმის. საუბარი როდესაც იყო ანტინარკოტიკულ კამპანიაზე, ესეც იყო აბსოლუტური პოზიტივი, რადგან ეს არის ის, რაც გვჭირდება. ადამიანი, რომელიც ამას აიღებს თავის თავზე, და თუ ეს იქნება პრეზიდენტი, ერთიორად სასიამოვნო იქნება მისი მხრიდან ამის მოსმენა და კონკრეტული აქტივობები, რომლებსაც მომავალში ველოდებით. ჩვენ ბევრი გვისაუბრია მისი კანდიდატობის პერიოდშიც და მისი ეს დამოკიდებულება აქამდეც ვიცოდით. მაგალითად, ანტინარკოტიკულ კამპანიასთან დაკავშირებით, მისი და ჩვენი საერთო დამოკიდებულებიდან გამომდინარეც, გვაქვს კონკრეტული აზრები, რომლებიც შეიძლება, ძალიან მალე მოვიყვანოთ რეალიზებაში. ამის შედეგებს საზოგადოება იხილავს. ასეთი ინიციატივები ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, იქნება მხარდაჭერილი, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ პროექტებსა თუ ინიციატივებზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor