• September

    20

    2023
  • 117
  • 0

მამუკა მდინარაძე :ყველას ვურჩევ, ქართული საზოგადოების მოთმინებას ნუ ტესტავენ, რა იარაღებზე ლაპარობენ, ცოტა წყნარად იყვნენ

აქციაზე სამას კაცს რომ მოაგროვებენ, ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობენ, ჭკუას მოუხმონ. რა იარაღებზე ლაპარობენ, ცოტა წყნარად იყვნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ყველას ვურჩევ, ქართული საზოგადოების მოთმინებას ნუ ტესტავენ. რეგიონებში რომ დავდივართ ხოლმე და რაღაცები ხდება, ხალხის დაწყნარება გვიწევს. გულწრფელად გეტყვით, ხალხისგან „ნაცების“ დაცვა მიწევს. ხალხო, ეს უნდათ მაგათ-მეთქი, ამ განცხადებებით გამოვდივარ ხოლმე. ისევ მირჩევნია, ამ პარლამენტში ვიჩხუბო, ვიდრე იმ ხალხის რისხვა წავიდეს მათკენ. ადამიანები გვეუბნებიან, მიგვიშვითო. რა იარაღებზე ლაპარაკობენ? – ის იარაღები სხვა ადგილზე არ აღმოჩნდეს, ცოტა წყნარად იყვნენ. რისი იარაღი და რისი მუქარა? ქართული საზოგადოება იმდენად ჩამოყალიბებულია, ეროვნულია და უყვარს თავისი სამშობლო, რომ მაგ იარაღზე ლაპარაკს ცუდად დაუტრიალებენ. ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობენ, სამას კაცს რომ მოაგროვებენ, მოტყუებით გამოიყვანენ. დაწყნარდნენ და ჭკუას მოუხმონ. ცოტა ზედმეტები მოსდით, მაგრამ ეს არის მათი გეგმა. როგორც დღეს ჰქონდათ დალაგებული, ვის უნდა ეჩხუბა, ვის დედის გინება შეერჩინა, ვის მოხვედროდა და ჯანდაბას, აეტანა. ქალბატონებმა უხამსი პლაკატი თუ დროშა გაშალეს, სხვათა შორის, ისიც რუსულ ენაზე. სიმბოლურია, რომ ლაპარაკობენ იმათ ენაზე, ვის საქმესაც აკეთებენ, ვის სასარგებლოდაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება დააბრალეს და ვითომ ე.წ. პრადვინუტობას გამოხატავენ. ფოტოსთვის დადგეს მთელი მასკარადი. იარაღზე საუბრობენ, რადგან ტესტავენ, სისხლიან რევოლუციას როგორ მიაღწიონ. ძვირად არ დაუჯდეთ, ცოტა ფრთხილად იყვნენ. ამ სისულელეში მათ ხალხი არ აყვება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor