• September

    5

    2025
  • 58
  • 0
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო – ძლიერი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას არ შეცვლის

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას „ლელო – ძლიერი საქართველო“ არ შეცვლის.

ამის შესახებ ხაზარაძემ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გადაწყვეტილება არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული აქვს „ძლიერ საქართველოს“. პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ აურზაური და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მიზანი გვაქვს ყველას ერთი. ეს მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ამ მიზნისთვის ჩვენ, „ლელო – ძლიერ საქართველოს“ არცერთი წამით არ უღალატია, ამ ბრძოლას გააგრძელებს. დანარჩენი – მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებლად. არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ მაშინ, როცა უკვე ვიჯექით ციხეში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor