• September

    20

    2023
  • 147
  • 0
მამუკა ხაზარაძე – თურნავა უნდა გადადგეს – ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას

მამუკა ხაზარაძე – თურნავა უნდა გადადგეს – ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას

თურნავა უნდა გადადგეს. ეს რაც უფრო გაიწელება დროში, საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას – ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს,- ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ეროვნულ ბანკთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

“მოთხოვნა არის ის, რომ სასწრაფოდ შეიცვალოს მიღებული ბრძანებულება, თურნავა უნდა გადადგეს. ეს რაც უფრო გაიწელება დროში, საკმაოდ სერიოზული საფრთხე შეექმნება მთლიანად საბანკო სისტემას. საბჭოს რამდენიმე წევრი უკვე გადადგა, ეს ნიშნავს, რომ საბჭო უფუნქციო ხდება, მისი მართვა ვერ მოხერხდება თურნავას ხელმძღვანელობით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არამარტო საზოგადოება, არამედ კომერციული ბანკები დაუპირისპირდნენ მის გადაწყვეტილებას. პრეზიდენტიც, რომლის წარდგენილი კანდიდატურა გახლავთ, ამბობს, რომ ნანობს. შესაბამისად, ეს არის სწრაფად გადასაწყვეტი საკითხი, სხვა შემთხვევაში კომერციულ ბანკებს, შესაბამისად ეკონომიკას, მეანაბრეებს და ასე შემდეგ პრობლემები შეექმნებათ. ნუ გადავაყოლებთ ქართულ ეკონომიკას და ადამიანების ანაბრებს ერთი ადამიანის სკამს“, – დასძინა ხაზარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor