• November

    6

    2023
  • 104
  • 0
მამუკა ხაზარაძე – მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენს სამართალ დამცავი ორგანოებისთვის

მამუკა ხაზარაძე – მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენს სამართალ დამცავი ორგანოებისთვის

მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენს სამართალ დამცავი ორგანოებისთვის – დაველოდებით რას იზამს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რითაც სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.

“დღეს ყველანი მოწმეები გავხდით შემზარავი ფაქტის – ოკუპანტებმა მოგვიკლეს თანამემამულე. ეს არის დანაშაული, მკვლელობა და კიდევ ერთი დადასტურება, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთს ჩვენი ქვეყანა აქვს დაპყრობილი. მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ გადმოაცემინოს მკვლელები ჩვენი სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ეს იქნება სწორი მოთხოვნა. დაველოდებით რას იზამს „ქართული ოცნება“. ეს არის დანაშაული თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მიმართ.

„ქართული ოცნება“, სწორედ თავისი პოლიტიკით ემსახურება რუსულ საქმეს საქართველოში. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ამიტომ „ქართული ოცნება“ უნდა მოშორდეს ხელისუფლებას, რომ მსგავსი ფაქტები არა თუ არ მოხდეს, არამედ ერთხელ და სამუდამოდ დავიბრუნოთ ჩვენი მიტაცებული მიწები“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor