• August

    8

    2024
  • 78
  • 0
მარია ზახაროვა – დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში დესტრუქციულ დღის წესრიგს უწყობს ხელს

მარია ზახაროვა – დასავლეთი სამხრეთ კავკასიაში დესტრუქციულ დღის წესრიგს უწყობს ხელს

დასავლეთი ხელს უწყობს დესტრუქციულ დღის წესრიგს სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანია რეგიონის დაქუცმაცება და მოსკოვთან ისტორიული კავშირების განადგურება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, უსაფუძვლოა აშშ-ის განცხადებები, რომ სომხეთს რუსეთისგან შებრუნება სურს.

„ეს არის ამერიკელებისთვის თანდაყოლილი გეოპოლიტიკური ინჟინერიის კიდევ ერთი მაგალითი – მსოფლიო საზოგადოების თვალში ვაშინგტონისთვის საჭირო „რეალობის“ გაყალბების სურვილი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც რეალურად ხდება. ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კავშირები გაუძლებს ყველა გამოცდას. ისტორიის მანძილზე ჩვენ არაერთხელ გავუწოდეთ ხელი მოძმე სომეხ ხალხს და ვაპირებთ ამის გაკეთებას მომავალშიც“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor