
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მარია ზახაროვა – ირანის ბირთვულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მუქარა მიუღებელია, რადგან ამან, შესაძლოა, შეუქცევადი რადიოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვიოს
ირანის ბირთვულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მუქარა მიუღებელია, რადგან ამან, შესაძლოა, შეუქცევადი რადიოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვიოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ირანის ოპონენტების მიერ სამხედრო ძალის გამოყენება ირანის ბირთვული პროგრამის საკითხის მოგვარების კონტექსტში არაკანონიერი და მიუღებელია.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადებით, მოსკოვი ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ სიტუაციის დიპლომატიური დარეგულირების მომხრეა და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თეირანის უფლების გათვალისწინება ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების კუთხით.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაბომბავს ირანს, თუ ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებაზე უარს იტყვის.





