• October

    18

    2023
  • 103
  • 0
მარია ზახაროვა – სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის მთავარი ელემენტია

მარია ზახაროვა – სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის მთავარი ელემენტია

სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების ნორმალიზაციის მთავარი ელემენტია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, უკვე გაიმართა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის 12 შეხვედრა, რომლის დროსაც დეტალურად იქნა შესწავლილი სარკინიგზო და საგზაო მარშრუტების პერსპექტიული გეგმა.

ზახაროვას განცხადებით, შეინიშნება პროგრესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის შეთანხმებაში.

„მიღწეული იქნა ერთობლივი გაგება ერასხ-ჯულფა-მეღრი-ჰორადიზის მარშრუტზე სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენისა და ორგანიზების კონკრეტული ნაბიჯების განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენს საქმიანობაში ჩვენ გამოვდივართ ორივე ქვეყნის ორმხრივობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპების პატივისცემის საჭიროებიდან“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor