• November

    19

    2024
  • 49
  • 0
მარია ზახაროვა – უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთის პასუხი იქნება შესაბამისი

მარია ზახაროვა – უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთის პასუხი იქნება შესაბამისი

უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენების შემთხვევაში რუსეთის პასუხი იქნება შესაბამისი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„კიევის მიერ შორი მანძილის რაკეტების გამოყენება ჩვენს ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ნიშნავს აშშ-ისა და მისი სატელიტების პირდაპირ მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში, ასევე კონფლიქტის არსისა და ბუნების რადიკალურ ცვლილებას. რუსეთის პასუხი ასეთ შემთხვევაში იქნება ადეკვატური და საგრძნობი“, – აღნიშნა ზახაროვამ.

როგორც რუსეთის საგარეოს წარმომადგენელი ამბობს, კიევის რეჟიმის მარცხის ფონზე დასავლეთი რუსეთის წინაშე ჰიბრიდული ომის ესკალაციას ცდილობს.

„თუმცა არანაირ „სასწაულმოქმედ იარაღს“, რომელზეც ზელენსკი და მისი დამქაშები ლოცულობენ, არ შეუძლია, გავლენა მოახდინოს სპეცოპერაციის მსვლელობაზე“, – განაცხადა ზახაროვამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor