• September

    24

    2024
  • 64
  • 0
მარია ზახაროვა – ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ ჩავარდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში

მარია ზახაროვა – ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ ჩავარდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში

რუსეთი გმობს ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო თავდასხმებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

რუსეთს საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, დაუშვებელია განურჩეველი თავდასხმები, რომელთა მსხვერპლი მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება.

ზახაროვას განცხადებით, აუცილებელია ძალადობის სპირალის შეჩერება ვიდრე სიტუაცია მთლიანად არ გამოვა კონტროლიდან.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ახლო აღმოსავლეთი არ ჩავარდეს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის დამანგრეველი შედეგები აუცილებლად იმოქმედებს ყველაზე – როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო და რეგიონულ პარტნიორებთან, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი კატასტროფული სცენარი. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ რეგიონში არცერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვების ხარჯზე“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor