• May

    2

    2024
  • 86
  • 0

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი – ქართველ კანონმდებლებს მოვუწოდებ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდონ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენეციის კომისიის მოსაზრებას დაელოდონ და მისი რეკომენდაციები განიხილონ.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო და ევროპის საბჭო განაგრძობენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში.

მისი თქმით, ევროპის საბჭო მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში.

„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მისი უკან გაწვევის მოწოდების მიუხედავად.

ევროპის დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებული ძირითადი შეშფოთების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსალოდნელ მოსაზრებას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი რეკომენდაციები განიხილონ.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო ძლიერი და სრულად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის აუცილებელია. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციისა და მათი თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობების შეზღუდვის ინსტრუმენტად.

ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ, მშვიდობიანი გზით გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება. იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო განაგრძობენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“, – აცხადებს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor