
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
მარინ ლე პენის საჩივარზე პარიზის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებს
ევროკავშირის სახსრების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით ულტრამემარჯვენე ფრანგი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის საჩივარზე პარიზის სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას 2026 წლის ზაფხულში გამოაცხადებს.
პარიზის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ მიიღეს სამი აპელაცია და „ამ საქმეს ვადებში განიხილავენ, რაც საშუალებას მისცემთ, გამოიტანონ გადაწყვეტილება 2026 წლის ზაფხულში“.
ეს ნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილება 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იქნება გამოტანილი. მარინ ლე პენს სწორედ ამ არჩევნებში სურს მონაწილეობის მიღება.
პარალელურად, მარინ ლე პენმა გამოთქვა სურვილი, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ცნობისთვის, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.




