• March

    17

    2025
  • 60
  • 0
მარკო რუბიო – აშშ არ გეგმავს სახმელეთო ჯარებით რეიდებს იემენში

მარკო რუბიო – აშშ არ გეგმავს სახმელეთო ჯარებით რეიდებს იემენში

აშშ არ გეგმავს სახმელეთო ჯარებით რეიდებს იემენში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, რომ ამის აუცილებლობა ამჟამად არსებობდეს“, – თქვა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ იემენზე იერიში მიზნად ისახავს, „ჰუსიტებს“ წაართვას უნარი, რათა ვეღარ შეძლონ, საფრთხე შეუქმნან საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებს.

რუბიოს თქმით, დარტყმები არა მხოლოდ იცავს ამერიკულ ინტერესებს, არამედ იცავს გლობალურ სავაჭრო მარშრუტებს. მან ასევე მკაცრად გააფრთხილა ირანი და აღნიშნა, რომ „ჰუსიტებს“ არ ექნებოდათ ამ თავდასხმების განხორციელების შესაძლებლობა ირანის მხარდაჭერის გარეშე.

„ეს იყო გზავნილი ირანისთვის, ნუ განაგრძობთ მათ მხარდაჭერას, რადგან მაშინ თქვენც იქნებით პასუხისმგებელი იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ საზღვაო ხომალდებზე თავდასხმისას“, – აღნიშნა რუბიომ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor