• March

    3

    2025
  • 61
  • 0
მარკო რუბიო – ვთხოვე ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს, მითხარით თქვენი აზრი უკრაინაში ომზე, უმეტესობას გეგმა არ აქვს, რამდენიმემ თქვა, მივცეთ კიდევ ერთი წელი, ეს არ მეჩვენება კარგ გეგმად

მარკო რუბიო – ვთხოვე ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს, მითხარით თქვენი აზრი უკრაინაში ომზე, უმეტესობას გეგმა არ აქვს, რამდენიმემ თქვა, მივცეთ კიდევ ერთი წელი, ეს არ მეჩვენება კარგ გეგმად

ვთხოვე ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს, მითხარით თქვენი აზრი, უმეტესობას გეგმა არ აქვს, რამდენიმემ თქვა, მივცეთ კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი წლის განადგურების შემდეგ, შესაძლოა, პუტინი მზად იყოს მოლაპარაკებისთვის, ეს არ მეჩვენება კარგ გეგმად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა რუბიოს ჰკითხა: „რატომ შეიძლება, პრეზიდენტ ზელენსკის დიქტატორი უწოდო, ხოლო, როგორც თქვენ ამბობთ, არ მოიხსენიო სხვადასხვა ეპითეტით პუტინი?“, რაზეც რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ცდილობს, რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს.

„ჩვენ სამი წელი მოვიხსენიებდით ვლადიმერ პუტინს სხვადასხვა ეპითეტით. ამაში არ არის საქმე. ახლა ჩვენ ვცდილობთ, რომ ის მოლაპარაკების მაგიდასთან მივიყვანოთ, მივიყვანოთ რუსები. მე თავიდანვე ვამბობდი, იქნებ მათაც არ უნდათ გარიგება. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ მათთან, სამი წელია, არ გვილაპარაკია. მაგრამ შეიძლება უნდათ. საქმე ისაა, გვინდა თუ არა – მე ამას ყველას ვკითხავდი. თუ მოლაპარაკებები არ იქნება, რა არის ალტერნატივა? კიდევ ოთხი წელი ომი? კიდევ სამი წელი ომი, რომელშიც შეერთებული შტატები და ევროპა აგრძელებენ მილიარდობით დოლარის დახარჯვას? ეს არის ალტერნატივა? მე ვთხოვე ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებსაც შევხვდი, მითხარით თქვენი აზრი. უმეტესობას გეგმა არ აქვს. რამდენიმემ თქვა, კარგი, მოდით, მივცეთ მათ კიდევ ერთი წელი, ერთი წლის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი წლის სიკვდილის შემდეგ, კიდევ ერთი წლის განადგურების შემდეგ, მაშინ, შესაძლოა, პუტინი მზად იყოს მოლაპარაკებისთვის. ეს არ მეჩვენება კარგ გეგმად და, რა თქმა უნდა, ეს არ არის პრეზიდენტის გეგმა“, – განაცხადა რუბიომ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor