• February

    7

    2026
  • 27
  • 0
მარკო რუბიო – რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი აფართოებენ ბირთვულ ძალებს, ჩვენ შევინარჩუნებთ საიმედო ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს

მარკო რუბიო – რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი აფართოებენ ბირთვულ ძალებს, ჩვენ შევინარჩუნებთ საიმედო ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ აშშ არ იქნება მშვიდად, „ვიდრე პეკინი და მოსკოვი თავიანთ არსენალს აძლიერებენ“. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებაშია აღნიშნული.

მარკო რუბიოს თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შეერთებული შტატები მოუწოდებს მრავალმხრივი მოლაპარაკებებისკენ ბირთვული შეიარაღების კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე.

განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები სამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: პირველ რიგში, შეიარაღების კონტროლი, აღარ შეიძლება, იყოს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი საკითხი. „როგორც პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, სხვა ქვეყნებსაც აქვთ პასუხისმგებლობა სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით კი – ჩინეთს“, – აღნიშნა რუბიომ.

გარდა ამისა, განცხადების თანახმად, აშშ არ მიიღებს პირობებს, რომლებიც აზიანებს შეერთებულ შტატებს ან იგნორირებას უკეთებს ვალდებულებების შეუსრულებლობას მომავალი შეთანხმების დადების პროცესში.

ასევე, მარკო რუბიოს თქმით, აშშ მოლაპარაკებებს ყოველთვის ძლიერი პოზიციიდან წარმართავს.

„რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი თავიდან იცილებენ ვალდებულებებს და აფართოებენ თავიანთ ბირთვულ ძალებს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ, საიმედო და მოდერნიზებულ ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor