• November

    13

    2025
  • 22
  • 0
მარკო რუბიო – უკვე დავარტყით რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, სწორედ ამას ითხოვდა ყველა, აღარაფერი დარჩა, რაზეც სანქციების დაწესება შეგვიძლია

მარკო რუბიო – უკვე დავარტყით რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს, სწორედ ამას ითხოვდა ყველა, აღარაფერი დარჩა, რაზეც სანქციების დაწესება შეგვიძლია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თვალსაზრისით საკუთარი პოტენციალი ამოწურა.

მისი თქმით, აღარაფერი დარჩა, რისი დასანქცირებაც შესაძლებელია.

„აღარაფერი დარჩა, რისი დასანქცირებაც შეიძლება. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ უკვე დავარტყით მათ უმსხვილეს ნავთობკომპანიებს. სწორედ ამას ითხოვდა ყველა. ცხადია, ეს უნდა განხორციელდეს და მის ამოქმედებას გარკვეული დრო დასჭირდება, ვიდრე ისინი შესამჩნევი გახდება. მაგრამ არ ვიცი, კიდევ რა შეიძლება, გაკეთდეს. ვგულისხმობ, რომ ამ მხრივ აღარ დარჩა არაფერი, რაზეც სანქციების დაწესება შეგვიძლია“, – აღნიშნავს მარკო რუბიო.

კითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს სინამდვილეში მშვიდობა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია, მხოლოდ იმის მიხედვით იმსჯელოს, რასაც ხედავს.

„ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ იმის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ, რასაც ვხედავთ. ვფიქრობ, მოსკოვმა ნათლად განაცხადა, რომ მათ დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილის დაკავება სურთ. ცხადია, უკრაინელები ამას არ დათანხმდებიან“, – აცხადებს რუბიო.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor