• December

    17

    2025
  • 37
  • 0
მარკ რუტე – ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაპირება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი წარმატებაა

მარკ რუტე – ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაპირება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი წარმატებაა

ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების გაზრდის დაპირება დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი წარმატებაა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„ბიბისისთან“ ინტერვიუში მარკ რუტემ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის წყალობით ნატო უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მისივე თქმით, ტრამპი „კარგი ამბავია კოლექტიური თავდაცვისთვის, ნატო-სა და უკრაინისთვის“.

ამასთან, რუტემ შეაქო ტრამპის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასრულების კუთხით.

„რუსეთი დაინახავს, რომ უსაფრთხოების გარანტიების არსებობის შემთხვევაში, მან აღარასდროს უნდა სცადოს უკრაინაზე თავდასხმა, რადგან ჩვენი რეაქცია დამანგრეველი იქნება და სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ახლა“, – განაცხადა მარკ რუტემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor